ჩვენთან დასაქმების ტიპიური პროცესი გამოიყურება შემდეგნაირად. თუმცა, თითოეული ადამიანის მოგზაურობა მცირედით განსხვავდება, რაც დამოკიდებულია მის მიერ შესასრულებელ როლზე.
ჩვენი ხალხი პირველივე დღიდან მონდომებით მუშაობს, ფიქრობს სწრაფად და მოქმედებს კიდევ უფრო სწრაფად, რათა მოახდინოს ზემოქმედება, რომელსაც მთელი მსოფლიო შეიგრძნობს. ჩვენ გვიყვარს დიალოგი და ვაფასებთ დებატებს. ჩვენ გამოწვევას უცხადებთ და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს- სწორად ასე ვიზრდებით. ჩვენი სწრაფი, ფოკუსირებული და დადებითი ენერგია გვეხმარება ვიმოძრაოთ წინ.
“ერთ – ერთი, რაც მიყვარს მუშაობაში არის ის, რომ როდესაც მივდივარ სუპერმარკეტში და თაროზე ჩვენ პროდუქციას ვნახულობ, ყავის საშუალებით ვგრძნობ სამყაროსთან კავშირს. შემიძლია ავიღო პაკეტი, წავიკითხო და მეცოდინება სად იწარმოება, როდის დამზადდა - შეიძლება კოლეგებიც კი ვიცნო, რომლებმაც ის დაამზადეს.”
“იმისთვის რომ ვმართოთ და მხარი დავუჭიროთ ბიზნესს, ჩვენ შეგვიძლია ციფრების მიღმა ამბავის დანახვა. თუ თქვენ გაქვთ ზეგავლენის სურვილი, ეს ადგილი შეიძლება თქვენთვის იყოს.”
“ყველა ოფისში, სადაც მიმუშავია: სტამბოლიდან -იოჰანესბურგში, ამსტერდამამდე, მივხვდი, რამდენად საოცარია ადამიანი.ერთადერთი რამ რასაც ვფიქრობ, ცვლილებების შეტანაა მომხმარებელთა ცხოვრებაში. ასე რომ, მე ძალას ვიღებ ადამიანებისგან. ეს მნიშვნელოვანია ჩემი კოლეგებისთვისაც. ჩვენი ხალხი ჭკვიანი და მხიარულია. მათთან მუშაობა სასიამოვნოა და ამ დროს იქმნება რაღაც ახალი”
თუ გაქვს გამბედაობა, იმისთვის, რომ გაიცნო ახალი კულტურები, ტერიტორიები და სავსე ხარ სულისკვეთებით, მიიწევ წარმატებისკენ, შენ სწორედაც რომ ერგები JDE Peet's –ს. ჩვენ მუდამ თავდადებულად ვთამაშობთ იმისათვის, რომ ვიყოთ საუკეთესოები. მუდმივად ბევრს ვფიქრობთ და ვმოქმედებთ სწრაფად, ვიღებთ მნიშვნელოვან გამოწვევებს და ავღნიშნავთ მოგებას!
სწრაფი განვითარება ჩვენი მიზანია, ხოლო ჩვენი ხალხის ზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩვენს ხალხს ვთავაზობთ სასწავლო და განვითარების პროგრამებს.
ჩვენთან დასაქმების ტიპიური პროცესი გამოიყურება შემდეგნაირად. თუმცა, თითოეული ადამიანის მოგზაურობა მცირედით განსხვავდება, რაც დამოკიდებულია მის მიერ შესასრულებელ როლზე.
გაინტერესებს JDE-ში კარიერული განვითარება? მაშინ გააკეთე განაცხადი და მოგვიყევი საკუთარი თავის შესახებ.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკუკავშირი მოგაწოდოთ უმოკლეს ვადებში. შეიძლება საჭირო გახდეს ონლაინ შეფასების შევსება, რაც დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, JDE-ს თუ რომელ ნაწილს ერგები.
მოდი შევხვდეთ- ვირტუალურად ან პირადად. ჩვენ ჩავატარებთ კომპეტენციაზე დაფუძნებულ გამოცდილებას, რათა განვსაზღვროთ შენი გამოცილდება და მისი JDE-სთან შესაბამისობა. გახსოვდეს, რომ ეს არის დიალოგი. გასაუბრების დროს საშუალება გექნება თავადაც დასვა კითხვები.
ამ ეტაპზე უკვე გეპატიჟებით JDE-ს ოჯახში. მოემზადე გადადგა ნაბიჯები, გადალახო შეზღუდვები და იყო გამორჩეული.