ჩვენ გვაქვს ოფისები მსოფლიოს მასშტაბით, ყავისა და ჩაის მომენტები შეგვაქვს ყველას ცხოვრებაში. თუ ეძებ კარიერის განვითარებას ყავის ინდუსტრიაში, მაშინ სწორ ადგილას მოხვედი. საქართველოში და კონკრეტულად თბილისის ოფისში, შესაძლებლობა გვეძლევა ვიყოთ განუმეორებელი, სხვადასხვა ფუნქციების მიმართულებით.
ჩვენ- მიზანდასახულობა, მონდომება და გლობალური ზეგავლენა უნიკალურს გვხდის.
თუ გაქვს გამბედაობა, იმისთვის, რომ გაიცნო ახალი კულტურები, ტერიტორიები და სავსე ხარ სულისკვეთებით, მიიწევ წარმატებისკენ, შენ სწორედაც რომ ერგები JDE Peet's –ს. ჩვენ მუდამ თავდადებულად ვთამაშობთ იმისათვის, რომ ვიყოთ საუკეთესოები. მუდმივად ბევრს ვფიქრობთ და ვმოქმედებთ სწრაფად, ვიღებთ მნიშვნელოვან გამოწვევებს და ავღნიშნავთ მოგებას!
სწრაფი განვითარება ჩვენი მიზანია, ხოლო ჩვენი ხალხის ზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩვენს ხალხს ვთავაზობთ სასწავლო და განვითარების პროგრამებს.
შენი განაცხადი
გაინტერესებს JDE-ში კარიერული განვითარება? მაშინ გააკეთე განაცხადი და მოგვიყევი საკუთარი თავის შესახებ.
შეფასება
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკუკავშირი მოგაწოდოთ უმოკლეს ვადებში. შეიძლება საჭირო გახდეს ონლაინ შეფასების შევსება, რაც დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, JDE-ს თუ რომელ ნაწილს ერგები.
გასაუბრება
მოდი შევხვდეთ- ვირტუალურად ან პირადად. ჩვენ ჩავატარებთ კომპეტენციაზე დაფუძნებულ გამოცდილებას, რათა განვსაზღვროთ შენი გამოცილდება და მისი JDE-სთან შესაბამისობა. გახსოვდეს, რომ ეს არის დიალოგი. გასაუბრების დროს საშუალება გექნება თავადაც დასვა კითხვები.
შეთავაზება
ამ ეტაპზე უკვე გეპატიჟებით JDE-ს ოჯახში. მოემზადე გადადგა ნაბიჯები, გადალახო შეზღუდვები და იყო გამორჩეული.