ჩვენი ამბავი

აღსანიშნავი ამბავი

JDE Peet's არის მსოფლიოში წამყვანი ყავის კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ნიდერლანდებში. ჩვენი პორტფოლიო ხელმისაწვდომია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ცნობილია წამყვანი სახელებით, მათ შორისროგორიცაა: L'OR , Peet's , Jacobs , Senseo , Tassimo , Douwe Egberts , Old Town , Super , Pickwick , Moccona.

ჩვენი ხედვა და მიზანი

ჩვენ ენერგიას ვიღებთ ჩვენი მისიიდან

ჩვენ გვამოძრავებს ჩვენი ხედვა სამყაროზე, სადაც ყველასთვის არის საყვარელი ყავა. ამიტომ, ყოველდღე ვეძებთ კრეატიულ, ინოვაციურ გზებს დადებითი ზემოქმედებისთვის. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩაის და ყავის სამყაროსთვის.

ჩვენი ღირებულებები

 

შთაგონებული საკუთარი რწმენით

საოცრებაა ის თუ რა შეიძლება მოხდეს ჭიქა ყავის მირთმევისას. JDE Peet's-ში ჩვენი საზიარო ფასეულობები არის საფუძველი იმისა რასაც ვაკეთებთ. განაგრძეთ კითხვა, რათა შეიტყოთ თუ როგორ ვმუშაობთ და რას წარმოვადგენთ როგორც ორგანიზაცია.

მრავალფეროვანი და ინკლუზიური კულტურა

 

JDE Peet's- ში, გვჯერა, რომ გასაოცარი რაღაცეები შეიძლება მოხდეს ფინჯან ყავასა, ან ჩაისთან ერთად. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ მრავალფეროვანი კულტურა საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად ვემსახუროთ ყავისა და ჩაის მოყვარულებს. ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ და გავაფართოვოთ ინოვაცია, რომელიც შექნის უკეთეს მომავალს ისეთი გარემოს შექმნით, სადაც ისმის ყველა ქვეყნის, კულტურისა და ინდივიდის უნიკალურობა

ჩვენ გვინდა, რომ JDE Peet's იყოს ორგანიზაცია, სადაც თითოეულ ინდივიდს შეუძლია განავითაროს საკუთარი თავი და შეფასდეს თავისი უნიკალური პერსპექტივით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ, საიდან ხართ, როგორ ცხოვრობთ, ან რამდენად განიჭებთ სიამოვნებას ყავა ან ჩაი, თქვენ შეგიძლიათ ისწრაფოთ თქვენი ამბიციებისკენ და წვლილი შეიტანოთ ჩვენს წარმატებაში.

ჩვენ გვამოძრავებს ჩვენივე გატაცება ყავისა და ჩაისადმი. ადამიანებზე ზრუნვა და გარემოს პატივისცემა. ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა საზოგადოებაზე და გადაწყვეტილი გვაქვს, წვლილის შეიტანა გარეროს მდგრად განვითარებაზე, რომელიც გენდერულ უთანასწორობას ეხება (SDG 5). მაშინ, როდესაც ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობები სამუშაო ადგილზე, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი სამუშაოს შესრულება უმაღლეს დონეზე, ასევე სრული პოტენციალის რეალიზებაც.

კორპორატიული პასუხისმგებლობა

 

ჩვენ მინიმუმამდე დაგვყავს ზემოქმედება

ჩვენ გვამოძრავებს ყავისა და ჩაის სიყვარული, ხალხზე ზრუნვა და გარემოს პატივისცემა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქმედებებითა და სამ ძირითად პრინციპზე დაყრდნობით: საერთო საფუძვლები, მინიმუმამდე დაყვანილი კვალი და ხალხის დაკავშირება.